გულმავიწყი  

Posted in

არა რა...
ჩემი საშველი არ არის.
საოცრად გულმავიწყი ადამიანი ვარ რა.
მინდა ბევრ რამეს ვიმახსოვრებდე, მაგრამ იშვიათად გამომდის.
ვიმახსოვრებ საოცრად კარგად ტელეფონის ნომრებს, დაბადების დღეებს, კიდევ არვიცი რას, მაგრამ მგონი კიდევ არც თუ ისე ცოტა რამეს.
ნუ ტექნიკური აზროვნება რომ მაქვს, იმაში გამოიხატება, რომ რიცხვებთან მართლა კარგად ვარ...
ყველა დაბადების დღე, რაც კი ვიცი, ჯერ გონებაში მიწერია და მერე ტელეფონსა თუ ბლოკნოტში.
კიარადა...
ანუ, ამ მხრივ, იდეალურიც კი არის ჩემი მეხსიერება.
მაგრამ აი, დავუშვათ, ვინმე რამეს მავალებს, ოოოო, რომ იცოდეთ, როგორ შარში ვვარდები ხოლმე ამ შემთხვევაში.
ვიტყვი: "კი, კი, აუცილებლად გავაკეთებ".
მაგრამ მეორე წუთში საერთოდ აღარ მახსოვს...
ამ შედეგის არაერთხელ დაფიქსირების შედეგად დედაჩემმა შეტყვიტა ჩემთვის რაიმეს დავალება.
მაინც აზრი არ აქვსო. მიხვდა, რომ მართლა არ ჰქონდა აზრი. ნუ, უკიდურეს შემთხვევაში რამდენიმეჯერ მიმეორებს ხოლმე.
საქმე ალბათ იმაშია, რომ იმდენად პოხუისტურად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რასაც მავალებს, რომ ეგრევე ვიკიდებ ი ვსო.
მაგრამ ხომ არის, როცა სერიოზულ რაღაცას გავალებენ და ის აუცილებლად უნდა შეასრულო?
მაგალითად, სამსახურში მქონდა ასეთი შემთხვევები, რომ ნათქვამი მავიწყდებოდა.
და მეორეჯერ მიმეორებდნენ.
არადა, ეს ხომ ნამდვილად არ ხდებოდა პოხუიზმის გამო.
მართლა არა.
პირიქით, სულ ვცდილობდი, რომ ეგრევე გამეკეთებინა.
მაგრამ როგორც კი სხვა საგანსა თუ ნივთხე გადამაქვს ყურადღება, პირველი მავიწყდება.
ზოგჯერ ამ საკითხზე რომ ვფიქრობ, ნერვები მეშლება და ვიგრუზები.
ზოგჯერ ფეხებზე მკიდია.

რამდენი ღამე გამიტარებია გარეთ, ქუჩაში.
კიარადა...
ანუ
როცა ჩემს ტრანსპორტს ველოდებოდი და რამდენი რაღაც გამიფიქრებია.
ისედაც სულ რაღცაზე ვფიქრობ ხოლმე და თუ მარტო ვარ, მითუმეტეს.
ფაქტიურად, თუ ადამიანი არ მესაუბრება, ეგრევე ავტომატურად "ფიქრის რეჟიმი" მერთვება ხოლმე.
ა, თუნდაც, ღამე, 10 საათზე,გოეთედან გამოსული ვდგავარ და ჩემს ავობუსს ველოდები.
ვფიქრობ ძალიან ბევრ რამეზე.
ვფიქრობ, რომ მივალ სახლში, ამ ნაფიქრებს ბლოგში დავწერ და ა. შ.
მაგრამ შედეგად, მოვდივარ სახლში და აუხსნელი რამ მემართება. აქაოდა, სადილიო, ოჯახიო და კი, ბაზარი არაა, ვჯდები კომპიუტერთან, მაგრამ ფიქრებით დატვირთული აღარ ვარ. მიწყდება ყველა ის ძაფი, რომელიც ასე ერთ გორგალად მიხლართავენ ტვინს. ცუდია რა.

აი, მთელი მაისი ბლოკნოტი დამქონდა. რადგან online ჩანაწერებს ვაკეთებდი.
და აი, ეგ იყო მაგარი კაიფი.
გაჩერებებზე, ტრანსპორტში, ლექციებზე... ყველგან ბლოკნოტი მქონდა გადაშლილი და ვწერდი.
თან ფანქრით...
ხალხი შტერდებოდა ჩემი ყურებისას.
აი, წვერჩასადები ფანქრები მევასება მე და მაგით ვწერდი.
ცის ფერიდან დაწყებული, მიწაზე მოსიარულე ჭიანჭველით დასრულებული, ყველანაირ უაზრობაზე ვწერდი. "აი, ახლა აქ ვარ და ამას ვაკეთებ" –ის ტიპის ჩანაწერებით იყო გაძეძგილი. თან არ ვკითხულობდი, უბრალოდ ვწერდი. მერე, უკვე სულ ბოლოს რომ წავიკითხე, ვიფიქრე, ვაიმე სულ გამირეკიამეთქი. მაგრამ არანაირი რედაქტირება და დაედიტება არ შეხებია ამ ჩანაწერებს. ეს იყო ჩემი ყოველდღიური ჩანაწერები და ანუ, ყოველდღიური ფიქრები თუ აზრები. მერე ეს ყველაფერი ჩემს საყვარელ მწერალს გავუგზავნე, რომლისგანაც შექება დავუმსახურე ძალიან კარგად წერო. ჩემი წერის რა მოგახსენოთ და მე კი მაინც დებილობად მიმაჩნია ის ჩანაწერები.
ხოდა, იმდენად გულმავიწყი ვარ, რომ ისევ უნდა ვატარო ბლოკნოტი რა... სხვა საშველი ჩემი აზრებისა თუ ფიქრების დამახსოვრების არვიცი მე...


გააგრძელეთ კითხვა...

free as a bird...  

Posted in ,

რა სარგებლობა მოაქვს უმუშევრობას???
1) იღვიძებ შუადღის 4 საათზე.
(ნუ შეიძლება "უნი"–ში ვიარო და ასეთი ნეტარება მეტი ვეღარ განვიცადო, მაგრამ მაინც.)
2) კარგად არეგულირებ კვების გრაფიკს.
(და არ იტენები საზიზღარი ცომეულით )
3) არ გიწევს ყველა სლეს ერთნაირად უღიმო.
(თუმცა ისეთი პონტი იყო ხოლმე მაინც, რომ თავზე არავის ვისვამდით. იქიდან გამომდინარე, რომ კარგი უფროსი მყავდა)
4)არავის ამჟავებულ სახეს არ უყურებ.
(მითუმეტეს, როცა ეს ამჟავებულსახიანი პერსონა მე რომ არ მაქვს იმ ორგანოზე მკიდია...
ანუ იმდენად მკიდია, რომ დაჟე რომ მაქვს იმ ორგანოზეც კი (ანუ ფეხებზე) არ მკიდია )
5)არავინ გირეკავს ტელეფონზე და მისი ინფორმაციის არმიწოდების (რადგან არ გაქვს ამის უფლება)შემთხვევაში არ დაგემუქრება.
(ვიღაც 60-70 წლის სლე ქალი რომ რომ დაგირეკავს და გეტყვის, ოჯახს ამოგიწყვიტავ და ჩემი ხელით დაგახრჩობო, აი ერს მაშინ აქვს დარხეული და მეორედ მოსვლაც ეგ არის )
6)არ იქნები ყოველდღე დაღლილი.
(და სამსახურიდან ახალმოსულს ჭამის თავი გექნება )
7)მეტ დროს გაატარებ კომპიუტერთან და ბოლო–ბოლო წაიკითხავ ამდენ ახალ წიგნს.
(ტყუილად ხომ არ დავხარჯე ამდენი ფული)
8)არ დახარჯავ ფულს ტრანსპორტში.
(არა რა, მაინც როგორი ეკონომიური ვარ რა )
9)არ იქნები შეზღუდული ტანსაცმლის არჩევანში.
(ჯინსები, სპორტული სვიტრები თუ მაისურები, კეტები.... მე მელოდებიან )
10) მეგობრებს აღარ ეტყვი, არ მცალია... დაღლილი ვარ და მეზარება გამოსვლა...
(მომენატრა ხალხი )
11)მაგარი წვიმა რომ იქნება და გარეთ არ გინდა არსად გასვლა, არ იქნები იძულებული რომ სამსახურში მიხვიდე.(c)indievidi
(და შეგეძლება საკუთარ თბილსა და გაღუნღულებულ სახლში ასევე თბილად იჯდე)
ხოდა, რავიცი...
თუ რამე შეგიძლიათ დაამატოთ, ჰქმენით სიკეთე...
და პოსტსაც დავაედიტებ.

გააგრძელეთ კითხვა...

გოგონა გამოძახებით  

Posted in

კიარადა, პოსტის სათაური რაღაც ვულგარულად ჟღერს და წარმომიდგენია ახლა რამდენი ბლოგერი შემოვა იმ იმედით, რომ რამე პახაბნი წაიკითხოს...
კეეე, როგორ არა....
ხოდა, ე. ი.
მოგესალმებით, მე ვარ გოგონა გამოძახებით...
კიარადა...
რეზერვისტი...
კიარადა... ახლა ისე მილიტარისტულად ( ) ჟღერს ეს სიტყვა, რომ ვინმეს ქართული არმია მოაგონდება...
მინდა, თქვენი იმედები ამჯერადაც დავამსხვრიო და გითხრათ, რომ ამ შემთხვევაშიც შეცდით.
გუშინ სამსახურში მივედი დღის 12 საათზე...
კიარადა...
ყოფილ სამსახურში...
ხოდა ჯერ სანამ უფროსთან შევიდოდი, ჩემს გვერდით რომ იჯდა გოგო, იმან ბევრი საინტერესო რამ მითხრა...
(არადა ეს ზუსტად ის გოგოა, რომელიც თავის დროზე მეუბნებოდა, შესვენებაზე გარეთ რატომ ჭამ, ეზოშიო?! მედიტირებო?! )
ხოდა, ნუ მოკლედ ამ გოგომ ისეთი რაღაცეები მითხრა, რასაც საერთოდ არ ველოდი...
ანუ ძალიან გამამხნევა...
მე, რათქმაუნდა...
ანუ როგორც ჰერმიონემ შემარქვა...
"მსოფლიო სევდა" ადამიანი...
ძალიან პესიმისტურად ვიყავი განწყობილი და ვუთხარი კიდეც...
მე არ მაქვს რამის იმედიმეთქი...
ეს რომ ვუთხარი, ლამის გამლახა...
რა სისულელეაო...
მილიონი ახალი ფილიალი იხსნება და შენნაირი კარგი კადრი რათქმაუნდა, ძალიან საჭირო არისო...
ნუ, მე მაინც რათქმაუნდა, პესიმისტი ვარ... ...
დაჟე ისიც მითხრა, უფროსმა ასე თქვა, რა ცუდია, აქ მესამესთვის ადგილი არ მაქვს, თორემ ქეთის უეჭველი დავტოვებდიო...
უბრალოდ ამ ეტაპზე რეზერვში ხარ, რადგან ჯერ არ არის შენთვის ადგილიო.
შარშან, მე და რამდენიმე გოგო ერთად მოვედით, მე ეგრევე ჩამსვეს შტატში და ისინი რეზერვში იყვნენ. ახლა კი ისინი ჩვეულებრივად მუშაობენ ამა თუ იმ ფილიალშიო. უბრალოდ დროის ამბავი არის და მეტი არაფერიო.
ხოოოდა, არვიციმეთქი...
გავეშურე უფროსის კაბინეტისჯენ...
ა, მოიცა, აქ ჯერ სამზარეულია...
ხოდა სამზარეულოში კიდევ სხვა გოგო შემხვდა, რომელმაც აგრეთვე ძალიან დამაიმედა და ბევრი ფილიალი იხსნება და შენ მაგაზე არ იფიქროო.
ხოდა...
ნუ მოკლედ მცირეოდენი ლოდინისა და ხალხის მოკითხვის შემდეგ ძლივს უფროსამდეც მივაღწიე...
ძალიან დიდი მადლობები გადამიხადა, რომ ასეთ რთულ მდგომარეობაში (არვიცი რა იგულისხმა, მაგრამ მგონი რუსეთ–საქართველოს ომი. ან შეიძლება, კიდევ სხვა რამეც)ჩვენთან ერთად იყავიო. ძალიან ჭკვიანი, საზრიანი, მონდომებული ადამიანი ხარო. და კიდევ ისეთი ხარ, რომ საკუთარ თავზე მუშაობო. ანუ, რამე ახალს რომ გებულობ, ითვისებ და ითავისებ. ამას მე ძალიან ვაფასებო.
გავწითლდი ...
სულ არ ვიცოდი, ასეთი კარგი თუ ვიყავი...
ხოდა, რაც შეეხება მომავალში რა იქნება, მაგრამ მე მაგაზე ვიზრუნებ. HR-ში მე მხოლოდ კარგს ვიტყვი შენზე და რას გიპირებენ, გაგიგებ. დროებით კი დაისვენე, ცოტა ხანი რეზერვში იქნებიო...
თუ ვინმეს დაჭირდები, გამოგიძახებენო...
ხოდა... ( გოგონა გამოძახებით ვარ ანუ... )
მოდი, ისე დავშორდეთ ერთმანეთს, როგორც შევხვდითო...
ვაა, დაჟე გახსოვს ეგ დღემეთქი
რათქმაუნდა, რატომ არ უნდა მახსოვდესო
ხოდა, ისევე ჩამოვართვით ხელი, როგორც პირველი შეხვედრისას...
მერე დანარჩენებმა სათიათაოდ მკითხეს, რა გითხრაო...
ყველას დაწვრილებით მოვუყევი.
მათ შორის იმ გოგოსაც, ვისაც თავიდან ვესაუბრე..
აი, ხომ გითხარი, საჭირო ხარ და ნუ ხარ ეგრე პესიმისტურადო...
ყველა გადავკოცნე, ყველამ ის მითხრა, სხვა ფილიალში გნახავთო. შემოგვიარე, არ გადვივიწყოო და ასე წამოვედი...

გუშინწინ უფრო ცუდად ვიყავი...
ტირილი მინდოდა...
განვიცადე უფრო მეტად, ვიდრე გუშინ...
კიარადა...
გუშინ საერთოდ არ აღმიქვია ეს ყველაფერი უარყოფით ტონალობაში...
და ეს ნაწილობრივ უფროსის დამსახურებაც არის, რადგან დამაიმედა...
შეიძლება ფუჭი იმედებია და მხოლოდ იმიტომ მითხრა, რომ ცუდ ხასიათზე არ დავეყენებინე, მაგრამ მაინც...
უფრო ადვილად შევეგუე აწედან წამოსვლას, ვიდრე წინა სამსახურიდან.

ისე, დაკვირვებული ვარ...
რამდენი მე სამსახურიდან მოვდივარ, იმ დღეებში სულ რამეს ვყიდულობ ხოლმე...
წინა სამსახურიდან რომ წამოვედი, იმ დღეებში ვიყიდე ბევრი რამ...
ოფიციალური ტანსაცმელი და რამე...
ხოდა, ახლა კი ამ სამსახურში ვიცვამდი იმ ყველაფერს, მაგრამ ახლა ფეხსაცმელების ყიდვა მინდოდა...
თან მე, ანუ 177 სმ სიმაღლის ადამიანი ქუსლებიან ფეხსაცმელს რომ ვიყიდიიიიი... აუჰ...
მაგრამ მაინც შევარჩიე 2 წყვილი პატარა ქუსლიანი ფეხსაცმელი...
კიდევ დავივლი მაღაზიებს და ვნახავ...


კარგად ვარ...
მშვიდად ვარ...
ყველაფერი კარგად იქნება...
მადლობა თქვენ, ყველას გამხნევებისთვის...
მიყვარხართ...


გააგრძელეთ კითხვა...

you're fired...  

Posted in ,

ხვალინდელ დღეზეა ჩემი ამბავი დამოკიდებული...
მგონი მიშვებენ...
მთელი საღამოა გული მიჭერს თუ რაღაც...

რომ მოვედი, ეგრევე მივედგე დიდ ოთახში, და ასე ტანსაცმლიანად ჩამეძინა...
მერე დედაჩემი მომიჯდა და ნახევრად მძინარე ვუყვებოდი დღევანდელ ამბავს...
არადა, უკვე გათიშული ვიყავი...
ის მამშვიდებდა, კონტრარგუმენტებს არ იშურებდა...თან რაღაც ამბავს მიყვებოდა და შიგადაშიგ მეუბნებოდა, ჰა, ხომ მისმენ თუ ტყუილად ვლაპარაკობო. არადა მართლა მეძინა და ამის თქმაზე ვახელდი თვალებს...
ცოტა ხანში სიფომ დამირეკა, ბლოგერების შეხვედრა არის და არ მოდიხარო...
სიფოს ხმის იქით ბავშვების ჟრიამული მესმოდა...
მინდოდა, ძალიან მინდოდა...
მაგრამ ასეთ მგდომარეობაში არ მინდოდა წასვლა...
სხვების მოშხამვა...
ნუ მოკლედ...
მოვრჩი...
კიარადა...
"მოვრჩით...
საჭირო აღარ ხარ".

თავს ვიკავებ მთელი საღამო, რომ ცრემლი არ წამსკდეს...
კიარადა...
რაღაც ამდაგვარი...
ვცდილობ, მაგრად ვიყო...
დავიღალე ამდენი მორალური ტყვიისგან...
Bullet Proof..I Wish I Was

გააგრძელეთ კითხვა...

მუზებს სძინავთ  

Posted in ,

sometimes I think
that you're unreal
that you're abstract
maybe you are
who knows...



გააგრძელეთ კითხვა...

ჩემს ბლოგროლში რომ არის ძიბილი, იმას....  

Posted in , ,

ისე ყვავ, ისევ Radiohead–ის Subterranean Homesick Alien–ს ვუსმენ...
ხოდა ისევ შენს ბლოგში ვარ...
ანუ როცა აქ ვარ, სულ ამ სიმღერას ვუსმენ ხოლმე...
ნუ ერთი ისაა, რომ მთვრალი არ ვარ...
just რაღაცნაირად ვარ...
უცნაურად...
გაუგებრად...
არა, მთვრალი მართლა არ ვარ...
ნუ რომც ვიყო, ვიცი, რომ ეგ შენთვის პრობლემა არ არის...
ბიჭო,რაღაც ისეთი ამბავი ხდება ხომ იცი...
გაუგებარი...
მეზიზღები და მაინც აქ ვარ...
მართლა გამიხარდა, რომ ეს პოსტი არ იყო სექსზე...
იმიტომ, რომ ასეთი პოსტი არანაკლებ გახასიათებს შენ...
ამ შემთხვევაში ეგ სათაური იმიტომ აქვს პოსტს, რომ ხალხს წაეკითხა...
აი გახსოვს, ადრე რომ გაგიტრაკე, რატომ აკეთებ პიარსმეთქი?
ხოდა ახლაც პიარი გააკეთე ფაქტიურად.
ხოდა ახლაც დიდი სიამოვნებით გაგიტრაკებდი და ისიც ვიცი, რომ შენ არაფერს მიპასუხებ, მაგრამ რაღაც არ მინდა...
მოუსმინე რა, მაგარი სიმღერაა...
ვაფშე Radiohead–ი მაგარი...
ისეთი ჯგუფია, კვალს აუცილებლად დაგიტოვებს რა...
ზამასკაში დაგტოვებს მუდამ...
მაგრამ რადიოთავზე მერე დავწერ რამეს...
ახლა ეს პოსტი დავწერე მხოლოდ...
არც კი ვიცი, რატომ...
თუ ოდესმე გამივლის ასეთი უცნაური მდგომარეობა, ალბათ მე თვითონაც გავიგებ...
ახლა მკითხავ, მე პოსტი რატომ დამიწერეო?
არვიცი...
უბრალოდ ასე მომინდა...
კიარადა...
შენ არაფერსაც არ მკითხავ, რადგან აქ საერთოდ არ შემოდიხარ...
უბრალოდ ამ სიმღერას რომ ვუსმენ, შენი ბლოგი მახსენდება ხოლმე...
just...
ესეც იმ შემთხვევისთვის, თუ შემოიხედე აქ...

Radiohead – Subterranean Homesick Alien


გააგრძელეთ კითხვა...

კიარადა...  

Posted in ,

მინდა გითხრა, რომ ძალიან საყვარელი ხარ...
კიარადა...
არ გეტყვი...
მაინც არ გესმის...
არვიცი, ზოგადად არ გესმის თუ კონკრეტულად ჩემი არ გესმის...
კიარადა...
არ გესმის თუ ვერ გესმის, ეგეც არ მესმის...
ანუ შეიძლება ვერ გესმის იმის გამო, რომ თავი ათასი სხვა საზრუნავით გაქვს გამოტენილი...
და ჩემთვის ვერ იცლი...
ან შეიძლება არც...
ხოდა მითუმეტეს...
რა აზრი აქვს რაიმეს თქმას???
ხოდა, ჩუმად ვარ...
უბრალოდ აქ ვარ...
წინ... უკან... გვერდით... სადღაც სივრცეში...სადღაც აქ... შუა სივრცეში ჰაერს ვაპობ, რომ შენ დაგინახო...
მე შენ გიყურებ...
შენსკენ ვიხედები შორიდან...ახლოდან...გვერდიდან...წინიდან...უკნიდან... ყველა მხრიდან....
ყველა მხარეს შენ ხარ...
ყველა მხარეს შემიძლია ვიყურო და მაინც შენ გიყურო...
კიარადა...
ალბათ პატარა მარწუხები მაუწყებენ შენს მუდმივ არსებობას...
კიარადა...
ალბათ მე ვერ ვარ...
რომ მაინც მინდება ამაზე ფიქრი...
ჩემი პატარა სასაცილო მარწუხები...
ისინი სულ აქ არიან, ჩემს ირგვლივ, მეუბნებიან, მაუწყებენ შენს ყოფნას...
თითქოს სულ მეუბნებიან შენზე, ცუდად არის და დახმარება სჭირდებაო...
მაგრამ რა ვქნა?!
ვერ...
არ შემიძლია ასე ზეპირად შენი დახმარება...
მე არასდროს შემეძლო რამის გაკეთება ზეპირობიდან გამომდინარე...
ამიტომაც მუდამ მიჭირდა ჰუმანიტარული საგნები სკოლაში...
ამიტომაც ვაკვდებოდი მათემატიკას...
იმიტომ, რომ საწერი უფრო მეტი იყო, ვიდრე სასაუბრო...
რამდენიმე ფორმულის დაზეპირება და მერე სულ ანაზდად მიდის ამოცანების ამოხსნები...
მთავარია დიდხანს შემძლებოდა ჯდომა და ამ ამოცანების ამოცანების ამოხსნა...
ხოდა, რავიცი აბა... მაგის გამო ღამის გათენებები მუდამ შემეძლო...
ხოდა შენი ცხოვრების ფორმულები მომეცი რა...
რომ მერე მე დავჯდე და დიდხანს ამოვხსნა შენი ამოცანები...
რეალურად მინდა, რომ ამოვხსნა...
არ მეზარება. ხომ იცი, რომ არ მეზარება...
უბრალოდ დრო დამჭირდება, თორემ ამოვხსნი აუცილებლად...
უბრალოდ...
ფორმულები მინდა, რომ ვიცოდე როგორ ამოვხსნა...
კიარადა...
მე ვარ მგონი ძალიან მიუხვედრელი და დაღეჭილს ვღებულობ ყველაფერს...
ხოდა ამიტომ...
თორემ ალბათ სხვას არ დასჭირდებოდა ეს ფორმულები...


გააგრძელეთ კითხვა...

WLM  

Posted in

გამოვიდა...
გამოვიდა...
გამოვიდა...
როგორც იქნა...
ჩემი საყვარელი მესენი (აკა მესინჯერი)გამოვიდა...
კიარადა...
ანუ ახალი ვერსია....
ვისაც არ გაქვს, აგერ ლინკი და დააინსტალირეთ...

დღეს დავაყენე და ჯერ ვერ აღმიქვია სათანადოდ...

თან ყველაზე რაც მაღიზიანებდა ძველებში, სწორედ ის აღარ არის ახალში...
ანუ რომ ვაჭერდი enter–ს და მერე კიდევ ჩემს სახელს რომ აგდებდა...
ანუ ახლა აქ ასეა, რაც მომწონ უზომოდ...

თან დიზაინითაც საყვარელია...
თან რაც მთავარია, ჩემი სმაილებიც არ დაიკარგა...
ნუ მოკლედ...
დიდი მადლობა ვინუმ საბატის ამ ლინკის მოწოდებისთვის...

გააგრძელეთ კითხვა...

Happy, happy...  

Posted in

ბიჭო, ხო ბაზარი არაა...
არ არის ალბათ საჭირო...
ალბათ მე ვარ არანორმალური, რომ ამაზე მაქვს გართულება...
და მსგავს რამეებზე...
მაგრამ რავი აბა...
ხოდა როცა რამე ხდება ხოლმე, მინდა რომ ზუსტად იმ თარიღის დადგომის წუთებში მივულოცო ხოლმე მეორე ადამიანს...


აი მაგალითად, უტვინოს დაბადების დღე...
ვეცადე, რომ ის ბრტყელ–ბრტყელი და დაკაბჩონებული ფრაზები არ მეთქვა...
არ მინდა შაბლონური...
სულ ვცდილობ, შაბლონსა და ერთფეროვანს გავექცე, რაც არ უნდა იყოს...
მისალმებაც არ მიყვარს ბანალური, დამშვიდობებაც...
არაფერი...
საერთოდ არაფერი შაბლონური..
ხოდა მობილზე მივწერე სმს...
მანამდე რამდენიმე წუთი ვფიქრობდი, რა მივწერომეთქი...
საბოლოო ჯამში კი მივწერე, თუმცა უფრო მეტი მინდოდა მიმეწერა...
უფრო მეტი რამე მინდოდა მესურვა მისთვის, მაგრამ ისევ ეს შაბლონური აზრები მომადგა...
ნინ, მაპატიე, მეტი ვერაფერი მოვიფიქრე 2გინალური...
ეგეც გამიჭირდა...






ჩემი და პრანქსას დიალოგი...

Aggressive Lovely says:
gilocav
Aggressive Lovely says:

Prankster says:
ras?
Aggressive Lovely says:
chems sakvarel dgesascauls
Prankster says:
ra xdeba?
Aggressive Lovely says:
ketevanobas
Prankster says:
gilotsav
Aggressive Lovely says:





თამუნამ რამდენიმე კვირის წინ მაღაზიაშ 2 ლამაზი ჟაკეტი მიყიდა...
ეს შენ ჩემგან და ქეთევანობის საჩუქარიო...

ახლა...
აქ წევს , რუსულ "Cosmopolitan"–ს იზუთხავს და სულაც არ იხედება არც საათზე, არც ჩემსკენ, არც ახსენდება რამე, არც ცდილობს ოდნავ დაძაბოს გონება ხო, რავი ბაზარი არაა, ალბათ არც არის საჭირო და არც უნდა მქონდეს ასეთ რამეებზე გართულება... მაგრამ მე დავაშავე, თუ ჩემი უსაყვარლესი დღესასწაულია??? და რაღაც კარგს ველოდები ხოლმე ამ დღეს? და თან 26 სექტემბერი მიზეზია შემოდგომის სიყვარულისა??? ...
კიარადა...
კარგი, დაიკიდე...
სხვა გზა არ არის...

დედაჩემი შემოვიდა...
10$ მაჩუქა, ეს შენ და გილოცავო...
მაკოცემეთქი...
მაკოცა...
კიდევ მივუშვირე სახე, მეცოტავა...
მანაც თითქოს ძალდატანებით მაკოცა...
კიარადა, სახის კრემი აქვს წასმული, რასაც ვერ ვიტან და უფრო დამსვარა...
მაგარია ეკონომიური კოცნა დედისგან...
იდგა და მომღიმარი სახით მიყურებდა...
თამუნა უკვა დაწვა, ახლა უნდა გავიდე რათქმაუნდა...
ძილი არ დავუფრთხო კლავიატურის წკაპუნით...
ხოდა დედაჩემის თვალებში თითქოს მოლოცვაზე მეტად ის ამოვიკითხე "როდის გამოხვალ ოთახიდან"–ო და ამის დასტურად მთავაზობს..."ნამცხვარი არ გინდა?" იცის, რომ მინდა. იცის, რომ ვგიჟდები... თან კრემიან ნამცხვარზე...

ბიჭო, არ მინდა რა, არაფერი მატერიალური...
ჟაკეტი...
ფული...
ნამცხვარი...
ფული მქონდეს და მეც ვიყიდი სამივეს...
just ყურადღება...
იმის ნაწილი მაინც, რასაც მე გავცემ...

საკუთარო თავო...
ისევ შენ თუ გახსენდები...
ხოდა გილოცავ ქეთევანობას...
ვიცი რა, როგორ მაგრად გიყვარს ეს დღესასწაული...
რამეს გისურვებ...
არაშაბლონურს...
არაერთფეროვანს...
არაბანალურს...



ხოდა ისა...
მე არაფერი....
თქვენ კარგად იყავით და მეც ვიქნები კარგად ალბათ...
გავედი...

გააგრძელეთ კითხვა...

staff  

Posted in

ხოოოოოდა ვიყავით გუშინწინ ექსკურსიაზე..
მთელი ფილიალი...
კიარადა, რამდენიმე არ წამოვიდა, მაგრამ ეგ არაფერი...
ჩვენ მაინც წავედით ამინდისა თუ დილით ადრე ადგომის დაზარების მიუხედავად...
წარმოიდგინეთ, ყოველდღე დგები დილით ადრე, მათ შორის შაბათ დღესაც...
ხოდა ახლა კვირასაც მომიწია...
და ექსკურსიის გამო ზუსტად იგივე დროს უნდა ადგე. მიხვიდე ზუსტად იგივე ადგილას, სადაც დადიხარ ყოველდღე და ზუსტად იგივე ხალხი უნდა ნახო...
მაგრამ ეს სულ სხვა პონტია...
შარშანდელ სამსახურთანაც ვყოფილვარ ექსკურსიაზე, მაგრამ შედარება არ არის...
თან შარშან იმენა ყველა ვიყავით და ახლა მხოლოდ ერთი ფილიალი...
თან აი ისეთი პონტია, რომ აქ რაღაც საოცარი ხალხი რა...
ზოგჯერ მართლა მიკვირს ხოლმე, ამდენი კარგ ადამიანთან რომ მოვხვდი...
ხოდა ნუ, შაქროს ნაწარმის გარეშე ხომ ჩვენ არ ვარსებობთ...
კიარადა... ანუ მაინც შევიძინეთ ძეკას საყვარელი ხაჭაპურები დეკასვე საყვარელ ადგილას, ვიყიდეთ არაყი რამდენიმე ბოთლი, კონიაკი, ჩიფსები (ერთი ცალი პაკეტი პირადად უფროსმა მომცა), ხოდა გავეშურეთ ბოდბისკენ...
მარშრუტი ასეთი იყო...
თბილისი – ბოდბე – სიღნაღი – მერე უკან საგარეჯოში რესტორანი – თბილისი – ლოგინი – სიზმარი

ხოდა ბოდბის მონასტერში არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ აღარ მახსოვდა...
საერთოდ ექსკურსიები ძალიან ცუდად მამახსოვრდება ხოლმე. ბავშვობიდან ასე ვარ. ეტყობა იმდენად ხალხთან გართობაზე ვარ ორიერტირებული, რომ ადგილს მეორეხარისხოვნად მივიჩნევ ხოლმე. ხოდა ბოდბე კი გავიხსენე, მაგრამ უკანა მხარეს თუ კიბეები იყო, არ ვიცოდი. ხოდა გვეგონა რამდენიმე საფეხური. რა რამდენიმე?! 1600–ო თუ რაღაც, ხოდა რამდენიმე თანამშრომელი დავაწექით. გზაში სურათებს ვიღებდით, ვხუმრობდით, ვიცინოდით, ლელა წურწუმიას ცეკვას ცეკვავდნენ ვიღაცეები და ნუ მოკლედ მაგარ დროს ვატარებდით. თურმე ნამეტანი შორს ჩავსულვართ. ნუ, წყაროსთან და პატარა ეკლესიასთან კი მივედით, მაგრამ ჩვენმა ულტრათანამედროვე(ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით)სამარშრუტო ტაქსმა არ მოგვაკითხა. ცოტა არ იყოს და ვინერვიულეთ, მერე ტაქსები გამოუშვეს. დედაააა... რაც ტაქსებმა იარეს, იმას ჩვენ ფეხით გავივლიდით 1,5 სთ–ში ალბათ, რადგან მართლა დიდ მანძილზე იყო საწყისი ადგილიდან.

გავეშურეთ სიღნაღს.... აქაოდა, სიყვარულის ქალაქიო. აი დიდი არაფერი რა. პროსტა ყველაფერი არის გარემონტებული და ერთი–ორი ქუჩა. ჩვენი მშენებარე ფილიალი მოვინახულეთ, რაღაც ნამეტანი მეპატარავა, მაგრამ ეგ არაფერი. ხოდა აქ ცოტა არ იყოს გავთამამდი. დამცხა და ზედა ეგრეთწოდებული "fუტბოლკა" გავიხადე. შიგნით ბრიტელებიანი მაიკა მეცვა. ხოდა... პირველად ამდენი ხნის მანძილზე გამოვაჩინე სვირინგი.
არა ნუ...
პადობნი ჯიგარი ხალხი არ არსებობს რა...
ერთ ნაწილს საერთოდ რეაქცია არ ჰქონია...
და მეორეს – "უი, რა საყვარელია " რეაქცია ჰქონდა...
მე კი რაღაც შიშები მქონდა...
შიშები კიარადა...
მორიდებულობის გრძნობა...
რომ სამსახურის გუნდთან მაინც ტეხავს სვირინგი...
მაგრამ აი ხომ ვამბობ რა... ისე ჯიგრულად მიიღეს რომ, მეტი არ შეიძლებოდა...

გზაში ისევ სიცილი, ხუმრობა, სიმღერა...
ნუ კაროჩე რა...
მივედით რესტორანში, სადაც თურმე მიშას უქეიფია მთავრობასთან ერთად.
მასპინძელმა გვითხრა, მიშამ კარებს რომ მოკიდა ხელი, იმაზე მოგაკიდებინებთო...
დედა, ნუ აი ღმერთო ჩემო რა...
ჩემს უფროსს ვეკაიფებოდი, რა დამთხვევაა სახელშიმეთქი...
თან ესეც გლავნი და ისიც...
ხოდა დაიწყო ჭამა–სმა...
ჩვენ ვატყუებდით მასპინძლებს, თითქოს მთავრობიდან ვიყავით, რომ კარგად გაგვმასპინძლებოდნენ. უფროსი ამბობდა: "ახლა ჩვენი მინისტრიც შემოგვიერთდება მალეო". რომ ვთქვა, რომ კარგად დავნაყრდიმეთქი, ძალიან დიდი ტყუილი იქნება. კახეთში უკრაინულ არაყს რომ გამოგიტანენ, მართლა ძალიან დიდი პიზძეცია რა. მერე საფერავი გამოიტანეს, ბანძი იყო (როგორც მამრებმა თქვეს), მაგრამ მე მაინც დავლიე რამდენიმე ჭიქა...
ნუ აი ადამიანს სიმთვრალეში უნდა დააკვირდე რა... უფროსი იყო თამადა და ისეთ საყვარელ სადღეგრძელოებს ამბობდა, რომ გულში მეღიმებოდა. თან აი ისეთ გოიმურს კი არა, ტრადიციულად რომ იციან ხოლმე ქართულ სუფრებზე. არა, საერთოდ არა. ძირითადად ჩვენს ურთიერთობას რომ ეხებოდა, ისეთ სადღეგრძელოებს ამბობდა...მეგობრობა, ნდობა, სიყვარული, ერთგულება.....და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... მეც მომიხსენია შემდეგი სიტყვებით: "აუდიტი რომ იყო შემოსული, ქეთის საერთოდ არ ეხებოდა არაფერიო, აი საერთოდ არაფერ შუაში არ იყო, შეეძლო არ დაგვხმარებოდა, მაგრამ სულ რაღაცას გვიკეთებდა და გვეხმარებოდა"–ო. ძალიან მესიამოვნა. მერე გავედით სცენაზე და უბანძეს რუსულ სიმღერებზე ვიცეკვეთ... მეტის პრასვეტი არ იყო საგარეჯოში. ხოდა თან, პახოდუ ცეკვები, სურათის გადაღებები და რავიცი რა...კიდევ არაყი დავაყოლე და მოკლედ დავიმხეთ რა. თან ჩვენს გარდა არავინ იყო ამხელა რესტორანში.
მეორე დღეს ყველა ისე მაგარ ხასიათზე იყო, რომ მუშაობის განწყობა არავის ჰქონდა.წინა დღის ამბებს ვარჩევდით. რა საყვარელია ადამიანი პახმელიაზე. ასეთი მომღიმარი არ მინახავს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში...რაღაც საკითხით დავინტერესდი და ასე მითხრა ბევრი საინტერესო მასალა მიდევს კომპიუტერში, შენ fლეშკა მოიტანე და დანარჩენი მე ვიციო. ხედავს ჩემს სიბეჯითეს.
კიდევ მინდა მათთან ერთად.
love you guys....


ხოდა ესეც რამდენიმე სურათი უტვინოს ხათრით...






გააგრძელეთ კითხვა...